შს სამინისტრო

გომელაური: მალე, მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

 შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, მალე, მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვერ ხდება მოპედების კონტროლი ვიდეოკამერებით და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

"ამ საკითხზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები". – ამბობს გომელაური.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, მინისტრის თქმით, მონაცემები კატასტროფულად გაზრდილი არ არის.

"მოპედებით გარდაცვალება ნაკლებია. მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება, უფრო ხშირი შემთხვევებია. როგორც მახსოვს, კანონპროექტი ორი მოსმენით გატანილია პარლამენტში და მალე დავარეგისტრირებთ". – ამბობს გომელაური.

კომენტარები