უკრაინა

დუდა: ივნისის სამიტზე დაგეგმილია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკის განხილვა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, NATO-ს ივნისის სამიტზე უკრაინის ალიანსში შესვლის საგზაო რუკა განიხილება. ამის შესახებ დუდამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

"ივნისში NATO-ს სამიტზე დაგეგმილია უკრაინის "საგზაო რუკის" განხილვა, რათა მან ნაბიჯები გადადგას NATO-ში გაწევრიანებისთვის". – თქვა დუდამ ზელენსკისთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგისას ხუთი ქვეყნის ლიდერის სამიტზე ვარშავაში.

NATO-ს სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.

კომენტარები