ამინდის პროგნოზი

წვიმა, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდი იქნება 6 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს: - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები