აშშ-საქართველო

რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას – აშშ-ს სადაზვერვო სააგენტო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტო გლობალური საფრთხეების შესახებ 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებაც. 

რეგიონური პრობლემების ჭრილში ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მოყოლებული რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით და საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებით.

"რუსეთი საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში ინარჩუნებს სამხედრო ბაზებს და ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუს სამხედროებს საპატრულოდ იყენებს. რუსული მხარე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უარყოფს და არ გაჰყავს ჯარები კონფლიქტამდელ პოზიციებზე". – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა NATO-სთან და სხვა საგარეო მხარდამჭერებთან რუსული დომინირების მცდელობებს რთულ გარემოს უქმნის. 

კომენტარები