გენდერული კვოტა

DAX-ის კომპანიის პირველი ქალი ხელმძღვანელი კვოტების გზით ქალების დაწინაურების წინააღმდეგია

მაისში ბელენ გარიო პირველი ქალი გახდება, რომელიც DAX-ის სიის ერთ-ერთ კომპანიას დამოუკიდებლად უხელმძღვანელებს. ამასთან დაკავშირებით ბელენ გარიომ ინტერვიუში ისაუბრა.

60 წლის ესპანელი, რომელიც სამედიცინოზე სწავლობდა და 2011 წლიდან ქიმიური და ფარმაცევტული კომპანია Merck-ში მუშაობს, პირველი მაისიდან ამავე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დაიკავებს.

კითხვაზე, არის თუ არ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი კაცების დომინაციის შესაჩერებლად აღმასრულებლის პოზიციაზე,  ბელენ გარიო უარყოფს და არ იზიარებს ეკონომიკაში ქალებისთვის კვოტების დაწესების იდეას. 

"მე ყველანაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ, მათ შორის პოზიტიური დისკრიმინაციის, არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ გერმანელი კაცების დომინაციისთვის წერტილი დამესვა, მე მხოლოდ ბევრს ვმუშაობდი, რომ მესარგებლა იმ შესაძლებლობებით, რაც ჩნდებოდა". – თქვა ბელენ გარიომ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.

ამასთან ერთად, ის აპირებს ბევრი იმუშაოს, რათა უფრო მეტი ქალი დასაქმდეს მენეჯმენტის პოზიციაზე.

"Merck-ში პროცენტულობა 35%-ს აღწევს, ეს ბევრ კომპანიაზე კარგი შედეგია, თუმცა ჯერ მიზნისთვის არ მიგვიღწევია". – ამბობს ბელენ გარიო

მისთვის ქალსა და კაცს შორის თანასწორობა უკავშირდება უფრო მეტი განსხვავებული ადამიანის საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნას, რადგან კომპანია ამით სარგებელს იღებს.  

კომენტარები