ეკნომიკა

ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო

რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა, ასევე, გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც, საბოლოო ჯამში, საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია, ამასთან, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს მოლოდინები იყო წლის დასაწყისში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და, ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი, რასაც მომდევნო თვეში აუცილებლად დავინახავთ

თქვა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები