კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ნუ დავიძაბებით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, არაა საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა

ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება, ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან. არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა. ეს პროცესი [ვაქცინაციის] ვითარდება, დადებითი დინამიკაა, უბრალოდ საჭიროა მოთმინება, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად არ გვაქვს ხოლმე. ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს და დარწმუნებული ვარ, რომ ის დათქმული ვადები, როდესაც ჩვენ უნდა გვყავდეს აცრილი საზოგადოების 60%, იქნება შენარჩუნებული. 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის სესიაზე, სადაც მინისტრის საათის ფარგლებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. 

კომენტარები