ამინდის პროგნოზი

ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი, სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 28 აპრილამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილიდან 28 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4- ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები