პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: მელიას გირაო რომც გადაეხადა, ამნისტიის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნებოდა

ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდასა და 20 ივნისის ამნისტიას შორის არავითარი კავშირი არ არის. გირაო რა არის? გირაო არის აღკვეთის ღონისძიება, ხოლო ამნისტია არის ის, რომ ადამიანებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეხსნებათ. ნიკა მელიას გირაო რომც გადაეხადა, ამნისტიის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნებოდა. დოკუმენტში ჩაწერილია, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს და რომ ნებისმიერი საშუალება უნდა გამოიყენონ, რომ საბოლოო შედეგი დადგეს. ნიკას მორალურ პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი და ეს ძალიან კარგად მინდა განვმარტო. სასამართლო პროცესზე ნიკამ თქვა, რომ მისთვის გირაო მიუღებელია და გავრილოვს გირაოს არ გადაუხდის და, ასევე, მიუღებელია ამნისტიაც, რადგან ამ ამნისტიაში ჰყვებიან ძალიან მძიმე დამნაშავეები...

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 19 აპრილს ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა ევროკავშირის მიერ შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს, სადაც ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების წინაპირობად 20-21 ივნისის ღამის ბრალდებულებზე ამნისტიის გამოცხადებაა მითითებული. საზოგადოებაში გაურკვეველია, ამნისტია შეეხება თუ არა იმ სამართალდამცველებსაც, რომლებმაც აქციის დარბევისას ძალას გადააჭარბეს.

კომენტარები