პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: ხვალ უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

"ხვალ 12.00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ. პარლამენტის წარმომდგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო". - გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვას ეხმაურება, რომელიც მის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას შეეხება.

ჯაფარიძის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციური თავისუფლების კუთხე დაიცავს.

ქართულმა ოცნებამ  ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

სხდომა 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. 

მანდატების გაუქმების მოთხოვნის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძემ და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერს ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

კომენტარები