20 აპრილი

უილი ნელსონი ბაიდენს: დროა, 20 აპრილი მარიხუანის ეროვნულ დღედ გამოვაცხადოთ

Fox News

ქანთრი მუსიკოსმა და მარიხუანის ლეგალიზაციის აქტივისტმა, უილი ნილსენმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინიციატივით მიმართა.

"მგონი დროა, 20 აპრილი მარიხუანის ეროვნულ დღედ გამოცხადდეს. 29 აპრილს ჩემი დაბადების დღეა და შეგვიძლია, კიდევ 9 დღე დავისვენოთ. და ამ პერიოდს ამაღლებული დასვენების დღეები(High Holidays) დავარქვათ. გთხოვთ, დაგვეხმაროთ და კონგრესს ჩვენი ინიციატივა მიაღებინოთ მარიხუანა მცენარე და ყვავილია, ის ღმერთმა მოგვცა და მთავრობას უფლება არ აქვს მისი გაზრდა აგვიკრძალოს". – ამბობს მუსიკოსი.

ნელსონის ინიციატივით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ამ დროისთვის 2000 ადამიანი აწერს ხელს.

მუსიკოსი 40 წელზე მეტია, მარიხუანის ლეგალიზაციისთვის იბრძვის. ერთი წლის წინ ჯიმი კარტერმა მემუარებში გაიხსენა, რომ ნელსონი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მარიხუანა თეთრ სახლში მოწია.

 

კომენტარები