გვენ სტეფანი

DON'T SPEAK 25 წლის არის — გვენ სტეფანიმ თარიღი მსმენელებს კაბით შეახსენა

90-იანი წლების ლეგენდარულ როკ სიმღერას, Don't Speak-ს 25 წელი შეუსრულდა. No Doubt-ის ყოფილმა ფრონტვუმენმა გვენ სტეფანიმ თარიღი მსმენელებს იმ ლურჯი, თეთრკოპლებიანი კაბით გაახსენა, რომელიც კლიპში ეცვა.

No Doubt-ის სიმღერა Don't Speak 1996 წლის 15 აპრილს გამოვიდა და საერთაშორისო ჰიტად იქცა. ჯგუფი 1986 წელს დაფუძნდა, თუმცა Don't Speak-ის გამოსვლამდე წარმატებისთვის არ მიუღწევია.

ამ დროისთვის სიმღერას იუთუბზე 817 მილიონ ნახვაზე მეტი აქვს მოგროვებული.

 

კომენტარები