პოლიციელზე თავდასხმა

შსს: ბათუმში დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც პოლიციელს მინის ბოთლით დაზიანება მიაყენა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბათუმში 1992 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 4 აპრილს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირებისთვის მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძებელს, 1980 წელს დაბადებულ ჭ.ა-ს მინის ბოთლით დაზიანება მიაყენა. შსს-ს ცნობით, დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები