პოლიტიკური კრიზისი

მეგრელიშვილი: ორშაბათიდან ვიქნებით პარლამენტის შენობაში, თუ შეთანხმება ვერ შედგა, მაინც

ON.GE

გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ორშაბათს პარლამენტში მიდის. ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს სადეპუტატო საქმიანობის დაწყებას, მეგრელიშვილმა დაადასტურა:

"ჩვენ ისედაც გვგონია, რომ მაგ საქმიანობით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ სხვა ფორმატში გადავდივართ. ეს ფორმა არის ყველაზე სწორი და ერთადერთი ფორმა ჩვენთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ბრძოლაში.

ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ, თუ შეთანხმება შედგა შევდივართ, როგორც ყველა: ნაციონალური მოძრაობა და ასე შემდეგ. თუ ვერ შედგა შეთანხმება, ჩვენ მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში". - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

ტაბულასთან საუბრისას მეგრელიშვილმა თქვა, რომ პარლამენტში არ აპირებს სასესიო სხდომებზე და საკომიტეტო განხილვაზე დასწრებას და ამ გადაწყვეტილებით ის პირვენდელ საქმიანობას გააგრძელებს, ამჟამად უკვე ოფისიდან.

"მე დეპუტატის საქმიანობას მგონი ახლაც ვახორციელებ მგონია და თქვენ არა? ფორმა შეიცვალა, ოფისიდან რა". - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი 

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ.

კომენტარები