კორონავირუსი საქართველოში

კახაძე: დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა

კატასტროფულად დაფარულ პირობებში ვითარდება სარიტუალო თუ გასართობი თავშეყრილობები, კანონის საწინააღმდეგოდ, თქვენივე ცხოვრების წესის საწინააღმდეგოდ და ძალიან გთხოვთ, სრულიად საქართველოს ბინადარნო, ძალიან გთხოვთ, რომ ჩვენივე მიღებული ან თქვენთვის მიღებული ორგანიზაციული მხარის შეზღუდვები გაისიგრძეგანოთ, რომ ამისი დაცვის გარეშე ვირუსი კატასტროფულად მის სასარგებლოდ გადახრის პინას. ვთქვი, რომ ყველა პლატფორმა, უთო რომ ჩართო, იქ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი. ჩვენ დღეს ვართ დიდი გამოწვევის წინაშე, ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა [...] ორი არჩევანია, ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი მომავალში, პოსტკოვიდური აზროვნება და კოვიდზე გამარჯვებაზე ზეიმი, ანდა დაყოლა იმ შინაგანი უნდობლობის ფაქტორზე, რომელიც 1-3%-ია მაგრამ მერე გაბუქებული 35-40%-მდე ადის. ძალიან გთხოვთ, მოსახლეობას, რომ ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია და მივხედოთ ამას...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები