მთიანი ყარაბაღის ომი

აზერბაიჯანისთვის დრონების მიყიდვის გამო კანადა თურქეთს სამხედრო ტექნიკის ექსპორტს უწყვეტს

აზერბაიჯანის სამხედრო ძალების კუთვნილებაში მყოფი თურქული დრონი Bayraktar TB2

კანადამ თურქეთს აზერბაიჯანისთვის გამანადგურებელი დრონების მიყიდვის გამო სამხედრო ტექნიკის იმპორტი შეუჩერა. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკ გარნომ, ოფიციალური განცხადება გააკეთა. 

კანადამ თურქეთს სამხედრო ტექნიკის ექსპორტირება, აზერბაიჯანისთვის, ყარაბაღის კონფლიქტის დროს, დრონების მიყიდვის გამო, ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში დროებით შეუჩერა. კანადის მხარემ დაიწყო გამოძიება, იყენებდა თუ არა თურქეთი საკუთარი დრონების აწყობაში კანადიდან იმპორტირებულ ტექნოლოგიას. 

კანადამ თურქეთს აქამდეც, 2019 წელს დროებით შეუჩერა სამხედრო-თავდაცვითი ტექნიკის ექსპორტირება. მიზეზი თურქეთის მიერ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო დრონების გამოყენება იყო. შემდეგში ეს შეზღუდვა გაუქმდა.

როგორც აღმოჩნდა, თურქეთი საკუთარი დრონი Bayraktar TB-ის წარმოებაში კანადური კომპანია L3Harris Wescam-ის კამერებისა და დასამიზნებელ ტექნოლოგიებს იყენებდა

თურქეთისთვის კანადური სამხედრო-თავდაცვითი ტექნიკის მიყიდვის ახალი შეზღუდვა 29 ლიცენზიას შეეხება, მათ შორის Bayraktar TB2-ს აწყობისთვის გამოსაყენებელ კამერებისა და სამიზნე სისტემის ექსპორტირებასაც. 

"[კანადიდან ექსპორტირებული ტექნიკის] მსგავსი გამოყენება კანადის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში არაა". – წერია მარკ გარნოს განცხადებაში.

გარნოს თქმით, იგი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ გადაწყვეტილების შესახებ გაესაუბრა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტირების ნორმებთან დაკავშირებით დიალოგი შესთავაზა.

თურქეთის მიერ მიყიდული დრონების გამოყენებამ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის ძალების წინააღმდეგ დიდი სამხედრო უპირატესობა მისცა.

 

კომენტარები