კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსი ქართული ოცნების კიდევ ერთ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს დაუდასტურდა

ნოდარ ტურძელაძე

ქართულ ოცნებაში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.  კორონავირუსი  კიდევ ერთ დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს დაუდასტურდა. ეს ქართულ ოცნებაში მეექვსე შემთხვევაა.

"მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას. უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევით მიჰყვეთ რეკომენდაციებს, ატაროთ პირბადე და დაიცვათ სოციალური დისტანცია" - წერს ტურძელაძე.

8 აპრილს პარლამენტში დეზინფექცია ჩატარდა. მიუხედავად შემთხვევების მატებისა, საკანონდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

7 აპრილს კორონავირუსი ქართული ოცნების ორ დეპუტატს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს, დაუდასტურდა, იქამდე კი ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს და საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

კომენტარები