ადმინისტრაციული ხარჯები

TI: პანდემიის წელს რწმუნებულის ადმინისტრაციებში ხელფასები 49 459 ლარით გაიზარდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

კორონავირუსის პანდემიისა და რთული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, 2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემული შრომის ანაზღაურება თითქმის 50 000 ლარით გაიზარდა.

კვლევით ანგარიშს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4 297 151 ლარი შეადგინა, დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით კი 65 920 ლარი გაიცა. აღსანიშნავია, რომ გაცემული პრემია-დანამატებიდან, 56 370 ლარი ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაზე მოდის. 

სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 275 ადამიანია დასაქმებული, 2020 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით კი ერთით მეტი - 276 ადამიანი მუშაობდა.

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებისა და პრემიის მოცულობა ასე გამოიყურება:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

 

კომენტარები