მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: უწმინდესი ძალიან მოწყალეა, ის მოწყალებით იესო ქრისტეს ჰგავს

მინდა მოვუწოდო ადამიანებს, რომლებიც, არათუ ქრისტიანულად, იქცევიან ისე, რომ საზოგადოებაში, მრევლში მაგათი საქციელი უკვე ზიზღსაც იწვევს და არ მინდა არცერთი ქართველი, რწმენაში მყოფი თუ არ მყოფი, ისე იყოს, რომ ვიღაცას დასცინოდნენ, ცუდი უნდოდეს. როდესაც ერთი ადამიანი რაღაცას იწყებს, ის კიდევ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და შეიძლება მოინანიოს და გადარჩეს, მაგრამ, როცა აიყოლიებ ადამიანებს, თან თავად ხომ იცი რომ მატყუარა ხარ. იცის, განა არ იცის?! განა დავალებას არ ასრულებს?

მარხვაა და წყნარად ვართ. მინდა იცოდეთ, რატომ არის ეკლესია ასეო, რომ იძახიან, უწმინდესი არის ძალიან მოწყალე, ის ჰგავს მოწყალებით უფალს ჩვენსას – იესო ქრისტეს და არ გვაძლევს ხოლმე საშუალებას, მამაა ჩვენი და განსაკუთრებული ღვაწლი აქვს თითოეული ჩვენგანზე, მისი გამორჩეული ვართ და მისი შვილები ვართ, ასეთი რამ სხვა ეკლესიაში არ ხდება და ისტორიის განმავლობაშიც ძალიან იშვიათად იყო. როგორც ქრისტეს ჰყავდა გამორჩეული თავისი მოწაფეები, ისე ვყავართ გამორჩეული, აბსოლუტურად ყველა, ებრალება ადამიანი, არ ემეტება ცუდისთვის, რადგან უწმინდესმა იცის, რა ხდება ჯოჯოხეთში, რა ხდება სასუფეველში - ყველაფერი იცის და არავინ თავის მაგინებელი არ ემეტება.

მაგრამ, როდესაც ვუყურებთ, რომ მარტო კაცის მაგინებელი არ ხარ, დაფიქრდი, იქნებ ქვეყნის მოღალატე ხდები და ასე როგორ უნდა გამოაყენებინო თავი, ჩვენ არ ვიცით, ამის უკან ვინ დგას? მერე გამოვლენ, ჩემზეც იტყვიან, მაგას რა ალაპარაკებსო?

ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას.

კომენტარები