გოგი თოფაძე

თოფაძე: ჩემი შემოსავალი წელიწადში არის 600 000 მანეთი

ჩემი შემოსავალი წელიწადში არის 600 000 მანეთი, რატომ არ უნდა გავაკეთო [შემოწირულობა], ქართული ოცნება არის ყველაზე კაი პარტია ჩემთვის, რაც ჩამოყალიბდა ეს ყველაფერი, იმის მერე სულ მათთან ვარ და კიდევ ერთხელ შეიძლება კიდევ რაღაც დავუმატო ამ თვეში..

ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ მთავარ არხთან ქართული ოცნების დაფინანსებაზე ისაუბრა. მან ბოლოს, 11 მარტს მმართველ გუნდს 60 000 ლარი შესწირა. 

კომენტარები