პოლიტიკური კრიზისი

მეგრელიშვილი: უაზრო სკანდალში გახვევის შეგვეშინდა და ოცნებასთან საერთოდ არ გვინდა შეხვედრა

თქვენ, მე მგონი, გგონიათ, რომ ჩვენ პარლამენტში ვაპირებთ შესვლას და მაგიტომ მეკითხებით. ყველას ველაპარაკებით, აბსოლუტურად ყველას. ისეთი დიდი ინტერესი იყო დღეს მედიასაშუალებების მხრიდან, რომ შეგვეშინდა, რამე უაზრო სკანდალში არ გავხვეულიყავით და საერთოდ არ გვინდა შეხვედრა. აი, როცა დავმშვიდდებით...

ახლა, სინამდვილეში, მთავარი ამბავი არის, რომ სკანდალები და კონცერტები კი არ მოვაწყოთ, ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც შევეცდებით, რომ გადავდგათ, ჰქონდეს მაქსიმალური სერიოზულობა. ჩვენ ვცდილობთ, ასეთი რეჟიმით ვიცხოვროთ იმ საგიჟეთში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება...

გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, ქართულ ოცნებასთან შესაძლო შეხვედრაზე. მან 19 მარტს თქვა, რომ "ფასილიტატორების იმედი ნაკლებად მაქვს, ოცნებასთან ვიწყებთ საუბარს".

კომენტარები