თეორიულად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს თუ დაემთხვა, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, უხვი ნალექი, ამის საფრთხე იარსებებს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა მარტო ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს, არამედ, მიმდებარედ არცერთ ოჯახს და არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, არსებობს ევაკუაციის გეგმა და თუ ამის რეალური საჭიროება იქნება, მერწმუნეთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნებთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, თეორიულად შეიძლება რაიმე განვითარდეს და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ...
tbl.ge/5hqx
დაკოპირდა

განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ ევაკუაციის საჭიროებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა - გზების დეპარტამენტი
- ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა
- სოფელ ბაბილთან, სადაც დილით მეწყერი ჩამოწვა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა
- მესტია-უშგულის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
- ლენტეხში, სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა – სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია




