პოლიტიკური კრიზისი

ბილდტი: საქართველო არ უნდა ელოდოს ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობის ჩვეული ფორმით აღდგენას

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი უერთდება ევროპარლამენტარების ერთოვლივ განცხადებას საქართველოს შესახებ და ციტირებს იმ ნაწილს, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოში მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვევნ.

ამის შესახებ კარლ ბილდტი twitter-ის ანგარიშზე წერს.

"კომპრომისზე პოლიტიკური პარტიების უარის შემდეგ, ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობის ჩვეული ფორმით აღდგენას. ევროპარლამენტი შედეგად მოითხოვს, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება შეჩერდეს საქართველოში". - წერს კარლ ბილდტი

გუშინ, პირველ აპრილს, ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც განიხილეს საქართველოში მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარების შეჩერების საკითხი.

ამ დახმარებაში იგულისხმება 2020 წლის აპრილში ევროკომისიის მიერ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3€ მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი, რომლის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

კომენტარები