საბერძნეთი-საქართველოს მატჩი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთთან ფრედ 1-1 ითამაშა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის შესარჩევი ტურის თამაშში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთთან ფრედ 1-1 ითამაშა.

მატჩის 76-ე წუთზე საბერძნეთის ნაკრები ოთარ კაკაბაძის მიერ გატანილი ავტოგოლით დაწინაურდა, ხოლო 78-ე წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გაათანაბრა.

მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის შესარჩევი ტურის  წინა თამაშში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, დინამოს სტადიონზე ესპანეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:2.

მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის შესარჩევი ტურის მატჩს დინამოს სტადიონზე გულშემატკივრების 30% ესწრებოდა

კომენტარები