ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე საფრანგეთმა ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენით დააჯილდოვა

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე საფრანგეთმა ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის ორდენით დააჯილდოვა. ჯილდო მას საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა გუშინ, 29 მარტს გადასცა. 

ქართველი რეჟისორი 2004 წელს საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. 

"ძალიან გვიხარია და გვეამაყება ქალბატონი ლანა ღოღობერიძის დაჯილდოება. ის გამორჩეული ხელოვანი და რეჟისორია. საფრანგეთში ძალიან უყვართ კინოხელოვნება და ქართულ კინოსაც იცნობენ. მინდა აღვნიშნო ისიც, როგორი ნაყოფიერი იყო მისი დიპლომატიური საქმიანობაც. მისი ფილმების გმირები ხშირად, ძლიერი ქალები არიან, ქალების გაძლიერების კუთხით მისი შემოქმედების ეს ნაწილიც აღნიშვნის ღირსია". – თქვა კოლასმა ფორმულასთან საუბრისას. 

კომენტარები