ისინი აპირებენ დადონ კონკრეტული ტექსტი, რომელიც აღარ ექვემდებარება დისკუსიას, ვინც დათანხმდება, დათანხმდება, ვინც არ დათანხმდება, არ დათანხმდება. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება არის ის, რაც მე საჯაროდ დავწერე. მე მგონია, რომ, ამ შემთხვევაში, ჩვენი მეგობრების პოზიცია პრინციპულად განსხვავებული უნდა იყოს იმისგან, რაც გვესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ისინი ორივე მხარეს მოუწოდებდნენ კომპრომისისკენ და ორივე მხარეს ეუბნებოდნენ, რომ თქვენზე არის პასუხისმგებლობა და პოლიტიკურ ლიდერებზე არის ახლა პასუხისმგებლობაო. კი, ცხადია, პასუხისმგებლობა არის, თუმცა პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში, დადის კონკრეტულ თემებზე, ეს თემები არის გაწერილი შარლ მიშელის 5 პუნქტში, 5-ივე პუნქტზე, ამ წუთში, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მე ვერანაირად ვერ ვიქნები პასუხისმგებელი იმაზე, რომ სასამართლო არის პოლიტიზირებული, ისევე, როგორც ამერიკის სენატში გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმაციის ზღვარზე...
tbl.ge/5hft
დაკოპირდა
თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა