პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: დასავლური მხარე არ აპირებს გაუთავებლად მედიაციაში ყოფნას

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო გაეცნო ჩვენთვის მოდერატორ მხარეს, ასევე ამერიკის ელჩს და ევროკავშირის ელჩს, რომ ხვალ ისინი საკუთარ საბოლოო ხედვას წარმოადგენენ, რაც დღეს განაცხადა ბრიფინგზე ბატონმა დანიელსონმა. მე რამდენიმე საკითხზე გავამახვილე ყურადღება, იმიტომ ვთქვი, რომ ყველა საკითხი უნდა იყოს აუცილებლად აქ, ასევე ვთქვი, რომ პატიმრების საკითხზე, მორალურადაც და ევროპული დემოკრატიული სტანდარტითაც კი, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ისინი საპატიმრო დაწესებულებაში დარჩნენ და იმედი მაქვს, რომ გაზიარებული იქნება ამ დოკუმენტში ეს საკითხი და ასევე, გავიმეორე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ის პოზიციები, რაც ჩვენ საერთო ოპოზიციას გვაქვს საჯაროდ ჩამოყალიბებული. 

თუმცა, პრინციპში, უფრო იყო შეხვედრები იმისთვის, რომ გაეცნოთ, როგორ ხედავენ პროცესის გაგრძელებას. ერთი რამ ნამდვილად დავინახე, რომ დასავლური, ევროპულ-ამერიკული მხარე არ აპირებს გაუთავებლად ამ მედიაციაში იყოს იმიტომ, რომ ისინი ხედავენ ზიანს საკუთარი იმიჯისასაც, როცა ამდენი ხანი გრძელდება პროცესი ყოველგვარი შედეგების გარეშე...

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები