ლომბარდები

2020 წელს ლომბარდებს 307 000-მა პირმა მიმართა – დეტალები

Mfinance

საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2020 წლის განმავლობაში მსესხებელთა(კლიენტთა) რაოდენობა 307 000 ერთეულით განისაზღვრა. მიმოხილვას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 193 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა. აქედან 46.1% თბილისში მდებარეობს, 14.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14% – იმერეთის რეგიონში, 12.4% – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 13% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ.

ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 29.7 მილიონი ლარი შეადგინა, სექტორის ჯამურმა მოგებამ კი – 18.4 მილიონი.

დოკუმენტის მიხედვით, ლომბარდებში სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 27.8% შეადგინა. საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0% – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 22.3% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

ლომბარდის კლიენტთა განაწილება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

საქსტატი

 

კომენტარები