პოლიტიკური კრიზისი

კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს ხვდება. 

შესვლამდე დანიელსონმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა კომპრომისების დროა. 

"ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, ძლიერების ნიშანია. ეს არის ქართული დემოკრატიის ძლიერება და ევროპული გზა. სწორედ ასე ვხედავ ამ სიტუაციის განვითარებას". – ამბობს დენიელსონი. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. როგორც მან ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება. კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება.

 

კომენტარები