პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: მოლაპარაკებები იმაზეა, ოცნება მზად არის თუ არა, ერთპარტიული მმართველობა დაასრულოს

მე რასაც ვუყურებ, პოზიციების თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა. საჯარო განცხადებებს, რასაც ვუყურებ, ხელისუფლება ახლაც არ არის მზად, რომ რაღაც დათმობებზე წავიდეს და ჩაბღაუჭებულები არიან ძალაუფლებას და ძალაუფლების ხელიდან გაშვება არ უნდათ. ეგ არის მანდ მთავარი პრობლემა სინამდვილეში.  ეს მოლაპარაკებები არის იმაზე, ოცნება მზად არის თუ არა, ეს ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამთავროს ამ ქვეყანაში და დათმოს ძალაუფლება. მაგისთვის მზაობას საერთოდ არ აცხადებენ, ამიტომ არ ვიცი. ბევრი რამეა დამოკიდებული თვითონ დანიელსონი რითი ჩამოდის და იქნება თუ არა განსხვავებული ეს ვიზიტი, წინა ვიზიტისგან...

გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა. როგორც მან ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

კომენტარები