პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: ოცნების ნარატივია, თითქოს სააკაშვილი წყვეტს რა იქნება ოპოზიციის პოზიცია

სურათის დახატვა ისე, თითქოს სააკაშვილი წყვეტს აქეთ მხარეს ოპოზიციის პოზიცია რა იქნება, არის ჩვეულებრივი ოცნების ნარატივი, რომ აქეთ ჩვენ ვართ და იქით მიშაა. ასე არ არის და ვერც მიშა და ვერც ნაციონალური მოძრაობა ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს, აქეთ მხარეს რა იქნება. გასაგებია, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ ასე არ არის, რომ მათ ერთპიროვნულად რამე გადაწყვიტონ. ვერც მიშა ვერ გადაწყვეტს. მისი საუბარი არის ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა.

სერიოზულად და საჯაროდ ნაციონალური მოძრაობა საკითხს არ დააყენებს, რომ ჩვენი სახელით იქ მიშა უნდა იჯდესო. თუ დააყენებს ნაციონალური მოძრაობა, ჩემი და ყველას დამოკიდებულება ცალსახად იქნება, რომ ჩაშლა უნდათ მოლაპარაკებების, იმიტომ, რომ ეგ მაგას ნიშნავს. ნაციონალური მოძრაობა ახლა რომ გამოვიდეს და თქვას, ჩვენგან აუცილებლად მიშამ უნდა ილაპარაკოსო – ცალსახად შემიძლია თქვა, რომ არ იზამენ...

თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში. 

კომენტარები