პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია გახარიაზე: ივანიშვილმა ვადამდელი დანიშნოს, მერე რამდენადაც უნდა, იმდენად გაყოს ბაზა

[ივანიშვილმა] დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, კრიზისიდან გამოსვლის სხვა გზა ამ ქვეყანას და მას პირადად არ აქვს, მერე, რამდენადაც უნდა, იმდენად გაყოს თავისი ბაზა. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს ივანიშვილის რეჟიმს არანაირად არ უშველის. თუ არიან ოცნების მომხრეები და არიან, რომლებსაც ღარიბაშვილისთვის ხმის მიცემა და ამის თქმის რცხვენიათ და ახლა უფრო გაუადვილდებათ ხმის გახარიასთვის მიცემა, თუ რამეს შექმნის, ეს საერთო სურათს არ ცვლის. 

გახარიამ პოზიცია უნდა დააფიქსიროს - ოპოზიცია თუ არის, რა შეხედულებები აქვს აწმყოზე, წარსულსა და მომავალზე. ცოტა კომიკური ვითარება იყო, იმან, რომ ის გადადგა, ქვეყნის გარეთ ბევრისთვის მოახდინა ვითარების ლუსტრაცია. ამის ჰეროიზაცია რომ ხდებოდა, ამაზე მინდა, ჩემი მყარი პოზიცია დავაფიქსირო - მინისტრი კი არ იყო, პრემიერს არ დავეთანხმე და წავედიო, პრემიერმინისტრი იყო. თუ ის თვლიდა, რომ ეს პრობლემაა ქვეყნისთვის, გადადგა და დაუტოვა ასპარეზი მათ, ვინც ქვეყანას დააზიანებდა?!

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში.  

"არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ". – თქვა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 22 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც გახარია Twitter-ზე წერს, პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს და "საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური დღის წესრიგის შემუშავება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის." 

კომენტარები