მეწყერი

ბენდელიანი: კვლევის პირველადი მონაცემები, დაახლოებით, კვირის ბოლოს იქნება

გუშინ გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყერული პროცესების განხილვა, შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები სხვადასხვა უწყებებიდან, ასევე გერმანელი გეოინჟინრები. შეხვედრაზე გავიარეთ ყველა ის საკითხი, რომელიც მიმდინარე პროცესის გადაჭრის გზებთან იყო დაკავშირებული და შევთანხმდით, რომ შემდგომი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკვე გვექნება კონკრეტული პირველადი მონაცემები, თუ რა შემდგომი სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მეწყერული პროცესების გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ დამონტაჟდეს შესაბამისი სპეციალური სისტემები, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს. სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები, დაახლოებით, კვირის ბოლოსკენ იქნება. ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია, ის შეზღუდვები, რაც დღემდე არსებობდა მიმდებარე არეალზე კვლავ ძალაში რჩება და მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ დაიცვან ეს შეზღუდვები...

თქვა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

კომენტარები