პოლიტიკური კრიზისი

სარჯველაძე: ჩვენი წარმომადგენელი კვლავ კობახიძე უნდა იყოს, სხვას ვერავინ ვერ გვიკარნახებს

ხელისუფლებას მოლაპარაკების სრული მზაობა ჰქონდა. ერთადერთი მხარე ვიყავით, რომლებმაც არ გაახმაურა მოლაპარაკებების დეტალები და ყველას ვთხოვ, შეიკავონ თავი. ვინ უნდა იყოს ჩვენი მხრიდან წარმომადგენელი მოლაპარაკების მაგიდიდან და ეს უნდა იყოს თუ არა ირაკლი კობახიძე, დიახ, უნდა იყოს და არავის არ აქვს უფლება, გვიკარნახოს, ვინ უნდა იყოს ჩვენი მხრიდან წარმომადგენელი. 

ტონთან და სიხისტესთან დაკავშირებული საკითხები, მერამდენედ იყენებენ ამ თემას უარგუმენტობის პირობებში......

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე.  სარჯველაძის მიხედვით, მას შემდეგ რაც კრისტიან დანიელსონი მეორედ დაბრუნდება საქართველოში მედიაციისთვის, მმართველი პარტიის მხარეს მოლაპარაკებებზე კვლავ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უნდა წარმოადგენდეს.

კომენტარები