რეკლამა

® აზარტული თამაშები და საქართველო

თუ დავინტერესდებით, რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოში აზარტული თამაშების მიმართ, ამ კითხვას მარტივად გაეცემა პასუხი საიტების რეიტინგების შემოწმებით, სადაც მოწინავე პოზიციებს ონლაინ კაზინოების ვებგვერდები იკავებენ.

აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი დაწესებულება საქართველოში მე-19 საუკუნიდან გამოჩნდა, იქ ხშირად იყრიდნენ თავს მაშინდელი ელიტის წარმომადგენლები. ყველამ კარგად ვიცით, რომ აკაკი წერეთელსაც უყვარდა მსგავსი გასართობები. საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში აზარტული თამაშები აკრძალული იყო, 1992 წელს კი, აზარტული თამაშების კანონით დარეგულირების საკითხი დადგა დღის წესრიგში.

გემბლინგი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური დარღვევაა, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება იგივე -  Gambling Disorder ფსიქოლოგიურ დარღვევათა ნუსხაში შეიყვანა. ზოგიერთი ადამიანი აზარტულ თამაშებზე ხდება ისეთივე დამოკიდებული, როგორც ვთქვათ, ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკზე და დგება უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე. 

ფსიქოლოგების აზრით, თუ ადამიანი თამაშობს იმისთვის, რომ რეალობას გაექცეს, არ შეუძლია ქცევის კონტროლი, ვერ იმორჩილებს თავს და საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ასევე თავისივე სოციუმთან ურთიერთობებს, ესე იგი, მას ადიქციის (დამოკიდებულების) დიაგნოზი შეგვიძლია დავუსვათ.

საქართველოში ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა სამორინეების, სლოტ კლუბებისა და ტოტალიზატორების რიცხვი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამას დამღუპველად აღიქვამს, თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს იმას, რომ ამ დაწესებულებების უმრავლესობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში საკმაოდ აქტიურად მუშაობს. 

გასართობებში არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია: სლოტების თამაში, პოკერი, ონლაინ კაზინო, ყველაფერია იმისთვის, რომ მოდუნება ვერ მოასწრო. მოთამაშეების ფსიქოლოგია ასეთია: მათ მოსწონთ, როდესაც რეალობას ამ გზით გაურბიან, რადგან თამაშის პროცესში მათი განწყობა ამაღლებულია, თუმცა პროცესის დასრულებისთანავე მეტად და მეტად უჭირთ ყოველდღიურობაში დაბრუნება. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის დახმარება ერთ-ერთი რთული პროცესია, თუმცა, საბოლოო ჯამში რეაბილიტირებას ექვემდებარება.

ლას ვეგასი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის საოცნებო ადგილი და ნამდვილი მაგნიტია, როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ამბობენ, რომ იქ იმაზე ბევრად მეტი ლოცვაა წარმოთქმული, ვიდრე მექასა და მედინაში.

გემბლინგით გატაცებას 21-ე საუკუნის დაავადებადაც მოიხსენიებენ, რადგან ლუდომანიით დაავადებული ადამიანების რიცხვი დღითიდღე მატულობს. ადამიანებს მოსწონთ იმ პერსპექტივის წარმოდგენა, რომ ერთ ღამეში შესაძლოა ძალიან ბევრი ფული იშოვონ, იწყებენ იღბლის გამოცდით, რამდენად გაუმართლებთ, თუმცა. ავიწყდებათ. რომ იმაზე ბევრად მეტს აგებენ. ვიდრე პირიქით და ბოლოს სავალალო შედეგებამდე მიდიან.

კომენტარები