რუსეთი

რუსეთმა SOYUZ-ის რაკეტით 18 ქვეყნის 38 თანამგზავრი ორბიტაზე გაუშვა [VIDEO]

ორშაბათს, 22 მარტს, ყაზახეთის კოსმოდრომიდან რუსეთმა სოიუზის რაკეტა გაუშვა. რაკეტას 18 ქვეყნის 38 თანამგზავრი მიაქვს ორბიტაზე. რაკეტის გაშვება ტექნიკური მიზეზების გამო ორჯერ გადაიდო, მაგრამ საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.

რაკეტის მიზანია, დედამიწის ორბიტაზე 38 თანამგზავრი განათავსოს. იმ ქვეყნებს შორის, რომელთა თანამგზავრებიც რუსულ რაკეტას გადააქვს, არიან სამხრეთ კორეა, იაპონია,კანადა, საუდის არაბეთი, იტალია და ბრაზილია. თანამგზავრებს შორისაა Challange-1, პირველი თანამგზავრი, რომელიც მთლიანად ტუნისიაშია შექმნილი.

ფოტოები რაკეტის გაშვებიდან:

კომენტარები