ქართული ოცნება

ხელაშვილი: ეკონომიკურად საქართველო არ ჩამოუვარდება ევროპის წამყვან ქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ხელაშვილის თანახმად, სახელმწიფოს "სამ ფუნდამენტურ ბურჯში" სახელმწიფო ინსტიტუტებში, ეკონომიკაში და საგარეო პოლიტიკაში, "არცერთ მათგანში კრიზისი არ შეინიშნება".

"მე ავირჩევდი სამ ფუნდამენტურ ბურჯს, რომელსაც ეყრდნობა სახელმწიფო, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს არის ეკონომიკა და ეს არის საგარეო პოლიტიკა. არცერთ მათგანში კრიზისი არ შეინიშნება". – თქვა ხელაშვილმა ტელეკომპანია იმედთან საუბრისას.

გიორგის ხელაშვილის თანახმად, ქვეყანაში ინსტიტუტები მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში "ხელოვნური კრიზისია".

მისი აზრით, საქართველო "ეკონომიკურად ევროპის წამყვან ქვეყნებს არ ჩამოუვარდება". 

გიორგი ხელაშვილის თქმით, იყო პერიოდი, როცა სირთულეები შეიქმნა, თუმცა საქართველო ევროპის წამყვან ქვეყნებს არ ჩამოუვარდება, ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლები შენარჩუნდა.

„ეკონომიკურად საქართველო არ ჩამოუვარდება ევროპის წამყვან ქვეყნებს, თუ რამდენად მოხდა შენარჩუნება ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლების. განსაკუთრებით, თუ ვნახავთ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციების მოზიდვა მომავალში პრობლემა არ იქნება. ასე რომ, ეკონომიკა მყარად დგას იმ კრიზისის ფონზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია შექმნილი". – თქვა ხელაშვილმა.

ხელაშვილის თანახმად, მიუხედავად რეგიონული გართულებების, ყარაბაღში ომის და რუსეთის აგრესიულობისა "საქართველოს მთავრობამ შეძლო როგორც ინსტიტუტების, ასევე ეკონომიკის, პანდემიის მართვა, საგარეო პოლიტიკური ვექტორის შენარჩუნება და განვითარება".

კომენტარები