მეწყერი

გეოლოგი: მეწყერი შეიძლება განვითარდეს და მეორეც ჩამოყალიბდეს, თუ არ ჩატარდება სამუშაოები

აქ საქმე გვაქვს ბლოკურ მეწყერთან, ძირითადი მიზეზი, რატომაც გააქტიურდა ეს მეწყერი, ჩევნი აზრით, არის სამშენებლო აქტიურობა, რის დროსაც საყრდენ ფერდობს, ძირითად ქანებს გამოეცალა ძირი, დაახლოებით, 10-15 მეტრის სიღრმეზე, რამაც სავარაუდოდ გაააქტიურა მეწყრული სხეული, მეწყრული სხეულის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ემთხვევა მეორეხარისხოვან ტექტონიკურ რღვევას, რომელიც რეგიონში არის საკმაოდ ბევრი და ასე ვთქვათ, ამ რღვევაზე ჩამოყალიბდა ტექტონიკური ნაპრალი.

[...] დღესდღეისობით, რაც ჩვენ შევაფასეთ, მსგავსი ნაპრალი, მსგავსი რღვევა გვაქვს იქვე ახლოს, უფრო სამხრეთით, ის მომენტია, რომ ეს ერთი მეწყერი შეიძლება განვითარდეს და მეორე მეწყერიც ჩამოყალიბდეს, თუ არ ჩატარდება გარკვეული დამცავი სამუშაოები. 

[...] ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არარეალურად გვესახება ამის გამაგრება, სასურველია მოიხსნას ეს მასა და დამშავდეს, ანუ ეს მეწყრული სხეული მთლიანად უნდა დაიცალოს და მოიხსნას.

თუ მოხდება ამ მეწყრული სხეულის მოხსნა და გრავიტაციულად იმ დაძვრადი მასის  მოხსნა და შემდგომ სპციალური სამაგრებით დამაგრება, რა თქმა უნდა, შეიძლება პრევენცია. 

ამ ეტაპზე მეწყრული სხეულის დაძვრა, ჩვენი აზრით, როგორც უხვ ნალექს, ასევე საკმაოდ სუსტ მიწისძვრასაც ძალიან მარტივად შეუძლია.

თქვა გეოლოგმა, გიორგი ბოიჩენკომ ბრიფინგზე მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოქმნილ მეწყერთან დაკავშირებით.

კომენტარები