ნიკა მელიას დაჭერა

ღარიბაშვილი მელიას გათავისუფლებაზე: ამას მე არ ვწყვეტ, სასამართლოს გადასაწყვეტია

დავიწყოთ იმით, რომ პოლიტიკოსობა არ არის იმუნიტეტი. თუ პოლიტიკოსი ჩაიდენს დანაშაულს ან არასამართლებრივ ქმედებას, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს პასუხისმგებელი. შესაბამისად, მე არ ვწყვეტ როდის, როგორ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები, არამედ ეს სასამართლოს, კანონის უზენაესობის  გადასაწყვეტია, რომ ვინმე ციხიდან გამოუშვას ან პირიქით დაიჭიროს...  

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები