პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი: ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართული იქნება კობახიძე, თალაკვაძე და კუჭავა

"მინდა გითხრათ, რომ, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან [მოლაპარაკებებში] ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი თალაკვაძე, ასევე ვიცესპიკერი კახა კუჭავა" – თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

მანამდე, დანიელსონი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელამა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით,საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად  გამოგზავნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი თბილისში დღეს ჩამოვიდა და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდგომ, მოგვიანებით,  კრისტიან დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრსაც, ირაკლი ღარიბაშილს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

კომენტარები