პოლიტიკური კრიზისი

ბრაიზა: ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, რათა საქართველოში პროგრესი დავინახოთ

"ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და მსგავსი ქმედებები უნდა შეწყდეს, თუ საქართველოში პროგრესის ხილვა გვსურს". -  თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ.

თქვა მეთიუ ბრაიზამ ონლაინ კონფერენციაზე "სამხრეთ კავკასია და დასავლეთი".

"ხელისუფლების მხრიდან ენმ-ს ოფისში შეჭრა და ლიდერის დაკავება არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და მსგავსი ქმედებები უნდა შეწყდეს, თუ საქართველოში პროგრესის ხილვა გვსურს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. ბალანსის შესანარჩუნებლად, ჩვენ ხელისუფლებას უნდა მივაწოდოთ ეს გზავნილი". - ამბობ მეთიუ ბრაზა.

მეთიუ ბრაიზას თქმით, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელწიფოებისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობაში უფრო დიდი მზაობა არსებობს ევროინტეგრაციის მხრივ, ამიტომ დასავლეთს უფრო მეტი შეუძლია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად. 

მეორე მხრივ, მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი კონფლიქტში დასავლეთის ჩართულობასთან დაკავშირებით, რადგან ამ კრიზისი მოგვარების მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ეკისრება.

"ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გავხდეთ ოპოზიციის ინსტრუმენტიც. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან, თუმცა მათ აქვთ ტენდენცია, იფიქრონ, რომ ისეთი დიდი ინსტიტუციები, როგორიცაა ევროკავშირი და აშშ მთებს გადადგამენ მათ გადასარჩენად კრიზისის პერიოდში". - ამბობს მეთიუ ბრაიზა.

კომენტარები