შსს

შსს: 11 მარტიდან TV იმედზე "პოლიციის ფაილების" მესამე სეზონი იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეიდან, 11 მარტიდან, ტელეკომპანია იმედის ეთერში  კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის - პოლიციის ფაილების მესამე სეზონი იწყება.  

"პოლიციის ფაილები" Investigation Discovery-ს  ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი სერიალია. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს და Nova Productions-ის ერთობლივი პროდუქტია.  

სერიალი მიზნად ისახავს, საზოგადოებას გააცნოს საქართველოს პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა, საგამოძიებო პროცედურები და დაანახოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა.

სერიალის ძირითადი სცენარი აგებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც დღესდღეობით დიდ გამოწვევად რჩება საზოგადოებაში, ესენია: ნარკოტიკებით ვაჭრობა, ორგანიზებული დანაშაულის, კრიმინალური სამყაროს, კიბერდანაშაულის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

სერიალი ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 23:00 საათზე გავა. 

კომენტარები