აშშ

აშშ $100 მილიარდი ღირებულების ატომურ იარაღზე იმუშავებს

Minuteman III

აშშ $100 მილიარდი ღირებულების ბირთვულ იარაღზე მუშაობას იწყებს. 

ახალი მასობრივი განადგურების იარაღის წვდომის რადიუსი დაახლოებით 10 000 კმ იქნება. აშშ 600 მსგავსი რაკეტის შეკვეთას აპირებს. იარაღი მზად 2029 წლისთვის უნდა იყოს.

ახალი, ხმელეთზე განთავსებული სტრატეგიული შემაკავებელი (GBSD) აშშ-ს ამჟამინდელ Minuteman III-ის ტიპის რაკეტებს ჩაანაცვლებს. ამჟამად აშშ-ს 400 ცალი Minuteman III-ის ტიპის რაკეტა 5 შტატში აქვს განაწილებული.

2020 წლის 8 სექტემბერს ნორთროპ გრუმანის თავდაცვის კომპანიას აშშ-ს მთავრობამ პროექტის საწყისი ფაზის მოსამზადებლად $13.3 მილიარდი გადაუხადა. 

აშშ-ში ზოგიერთმა მეცნიერმა ეს პროექტი კრიტიკულად შეაფასა და ცივი ომის დროინდელი უწოდა.

საშუალო მანძილის ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) მიხედვით, აშშ-ს მსგავსი რადიუსის მქონე იარაღის დამზადება არ შეეძლებოდა, მაგრამ მათ ეს შეთანხმება 2019 წლის 2 აგვისტოს დატოვეს. აშშ-ს ოფიციალური მხარის შეფასებით, რუსეთი ამ ხელშეკრულებას არ ითვალისწინებდა და მისი დატოვება რუსეთის საპასუხო ქმედება იყო. 

ახალი ბირთვული იარაღის პროექტი არა უბრალოდ რუსეთისთვის განკუთვნილი საპასუხო ქმედებაა, არამედ ჩინეთის საფრთხის შემაჩერებელიც. 

 

 

კომენტარები