პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: "ოცნებას" საბაბს არ მივცემთ, ღარიბაშვილის გამო მოლაპარაკებების ჩაშლა დაგვაბრალოს

სრული კონსესუსია იმაზე, რომ ნორმალური განვითარება იქნებოდა ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერმინისტრი იყოს და არც მოლაპარაკებებზე უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანი კონსესუსია მთლიანად ოპოზიციაში, განსხვავების მიუხედავად, რაც აქამდე დაფიქსირდა, რომ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს საბაბს არ მივცემთ, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით დააბრალოს ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა, თუ აქამდე მივიდა საქმე. რა ფორმით მოხდება ეს, ამაზეც გვექნება ერთმანეთში კონსულტაციები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება ჩვენი მხრიდან შარლ მიშელის მიერ მოხაზულ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დოკუმენტშია....

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკებებიდან მოხსნის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლეზე ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები