ჩანაწერები

ბოკერია ჩანაწერზე: დიდი ნახტომია აღქმის თვალსაზრისით, თუ რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა

გეომეტრიული კუთხე რომ წარმოვიდგინოთ, დასაწყისში არის თვალით ვიწრო და რაც მიდის წინ, ფართოვდება. დიდი ნახტომი გააკეთა აღქმის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, მათ შორის აქტიური მოქალაქეებისთვისაც კი, თუნდაც კარგი გაგებით პასიური მოქალაქეებისთვის, თუ რამხელა საფრთხის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, თითოეული მოქალაქე და რამდენად სასიცოცხლოა ის ამოცანები, რომლებიც საზოგადოებას და მათ შორის დემოკრატიულ ოპოზიციას გვქონდა დასმული - დემოკრატიული არჩევნებით ამ ხელისუფლების ჩამოცილება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ახლავე და შეგუება ამ რეჟიმის, მისი ხელმძღვანელის, ივანიშვილის, მისი გარემოცვის, რომ ისინი უნდა წავიდნენ მშვიდად. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში. TV პირველმა გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. 

კომენტარები