საერთო მანიფესტი

ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ელენე ხოშტარიამ ხელი საერთო მანიფესტს მოაწერეს

ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ელენე ხოშტარიამ საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს საერთო მანიფესტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინიცირებულია. 

ინიციატორების ცნობით, მანიფესტის მიზანია, შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც დღეს ძირითად გამოწვევებს ვერ პასუხობს. 

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ შემდეგ ნახავენ, თუ რაში გადაიზრდება ეს ურთიერთობა. ელენე ხოშტარიას თქმით, რა თქმა უნდა, გარკვეული კომბინაციები იქნება.

"ეს არის ერთად საქმის კეთების ინიციატივა. ჩემი ამოცანა, რომ ყველა მნიშვნელოვან ინიციატივაზე ვითანამშრომლო პარტიებთან, სადაც არის საერთო იდეები, საერთო მიზნები. რა თქმა უნდა, გარკვეული კომბინაციები იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ შევდივართ კოალიციური მთავრობის ფაზაში". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

"ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, სიმპათიებს რომ არ იწვევდნენ ჩემში ეს პოლიტიკური ძალები, აქ არ ვიქნებოდი და არ მოვაწერდი ამ დოკუმენტს ხელს". – ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

კომენტარები