კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: პოსტკოვიდური კვლევების დაწყება მარტში იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პოსტკოვიდური კვლევის დაწყება მარტში იგეგმება და უმეტესწილად შეეხა იმ პაციენტებს, რომლებმაც ჰქონდათ COVID-19-ის მძიმე ფორმა.

"რაც შეეხება პოსტკოვიდის პერიოდში გამოკვლევების აუცილებლობას, ამის შესახებ სამინისტროს  უკვე პროტოკოლიც აქვს და მიმდინარე პერიოდში შესაძლებელია იმ პირთა გამოკვლევა, ვისაც აქვს გარკვეული ჩივილები, თუმცა ის, რაზეც საუბრობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, გახლავთ მეტად ფოკუსირებული კვლევა, რომელიც იქნება ორიენტირებული პაციენტების  გარკვეულ ჯგფზე, უფრო იმ პაციენტებზე, ვისაც ჰქონდათ დაავადების მძიმე ფორმა. კვლევა მიმართული იქნება მთელი რიგი სიმპტომების  მიმართულებით, სხვადასხვა გამოკვლევების შეთავაზებაზე, რათა შემდგომ უფრო ცხადად ჩამოყალიბდეს ის სპექტრი გართულებების, რაც, შესაძლოა, მოსალოდნელი იყო პოსტკოვიდის პერიოდში. მარტში გეგმავენ ამ კვლევის დაწყებას". - ამბობს თამარ გაბუნია.

თუმცა, "სამწუხაროდ, დაგეგმილი დღეები ზუსტად ვერ სრულდება ხოლმე. ძალიან ბევრი ტექნიკური სიძნელეები იყო დაკავშირებული ტენდერებთან, სხვადასხვა რესურსის მობილიზებასთან და ჩვენ ცოტა დავიგვიანეთ".

პოსტკოვიდური კვლევების დაწყება ჯერ კიდევ  პირველ თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ტენდერებთან დაკავშირებული სიძნელეების  გამო, კვლევა უნდა გადადებულიყო 10 თებერვალს. მისივე თქმით, ამ პერიოდში იგეგმებოდა 500 ადამიანი გამოკვლევა.

კომენტარები