თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი მარიონეტების თეატრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში იმყოფებოდა. წულუკიანი თეატრის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებს შეხვდა.

"ლევან გაბრიაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის სამომავლო გეგმები გააცნო და ის კონკრეტული პროექტები წარუდგინა, რომელთა განხორციელებასაც თეატრი შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში წარმატებით შეძლებს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე საქართველოში, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის". – ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნას განიხილავენ.

კომენტარები