პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე როგორი გზით მივალთ, საქმეს არ გამოადგება

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, როდესაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შედგება თუ არა მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა, საქმეს არაფერში გამოადგება. ასევე, ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება მოლაპარაკებების პროცესში, წარმატების გარანტიაა. წარმატება კი, პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის შეთანხმება იქნება, მათ შორის საარჩევნო რეფორმისაც.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი Facebook-ზე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ პლებისციტის მოდელზე დათანხმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

კომენტარები