ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 6 მარტამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

flickr

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

მათივე ინფორმაციით, თბილისში 2 მარტს, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 3-5 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მათივე პროგნოზით, 3-4 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-4 მარტს დღისით +8, +10 გრადუსი იქნება, 5 მარტს კი შედარებით დათბება.

კომენტარები